საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორკშოპი და სიმულაციური თამაში კლიმატის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე

2023 წლის, 29 მაისს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია) გაიმართა ვორკშოპი და სიმულაციური თამაში კლიმატის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ღონისძიების მიზანი კლიმატის პოლიტიკის და ეკონომიკის თემატიკაზე არსებული გამოწვევების იდენტიფიკაცია და თანამშრომლობის სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით შესაძლო გადაჭრის გზების მიმართულებით კონკრეტული სცენარების შემუშავება იყო. ვორკშოპში მონაწილებდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები, ღონისძიებას მენტორობას უწევდა მაიკლ ლუკენი, ეკონომიკის დოქტორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული ლექტორი (ISET).

 

 

თარიღი: 29/05/2023